ტონი პულისს ხელშეკრულება 2019 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩმა" გუნდის 59 წლის მენეჯერ ტონი პულისს გარჯა დაუფასა და კონტრაქტი, რომელსაც გაისად გასდიოდა ვადა, 2019 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.

პრემიერლიგის გასულ გათამაშებაზე გუნდის მე-10 ადგილზე გამყვანი პულისი ერთობ გაახარა ხელშეკრულების გახანგრძლივებამ.

"აქ ყველაფერი სტაბილურადაა, სწორედ ესაა პროგრესისთვის აუცილებელი. მშენებლობის პროცესში ვართ, წინსვლა ჩანს, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ტონი ბატონმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული