"ლევერკუზენი" კვლავ არ აგებს - ალონსოს შეგირდებმა "ბაიერნს" ქულები ბოლო წუთებზე დააკარგვინეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან ჰარი კეინმა მე-7 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ალეხანდრო გრიმალდომ 24-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე ლეონ გორეცკამ "რეკორდმაისტერი" კიდევ ერთხელ დააწინაურა, ექსეკუელ პალასიოსმა კი 90+4 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ ორივე გუნდი 10-10 ქულით 1-ელ მე-2 ადგილზე იმყოფება.

"ლევერკუზენი" მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, "ჰაიდენჰაიმთან" ჩაატარებს.

"ბაიერნი" 23 სექტემბერს "ბოხუმს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული