გაათავისუფლებს თუ არა "ბაიერნი" ტუხელს სეზონის უტიტულოდ დასრულების შემთხვევაში

AutoSharing Option
Bayern & Germany-ს ცნობით, სეზონის უტიტულოდ დასრულების შემთხვევაში, "ბაიერნი" გუნდის მწვრთნელ ტომას ტუხელს არ დაითხოვს.

უფრო მეტიც, გუნდის ხელმძღვანელები გერმანელ სპეციალისტს კლუბის გასაძლიერებლად ზაფხულისთვის თანხასაც გამოუყოფენ.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. "რეკორდმაისტერი" პირველ ადგილზე მყოფ "დორტმუნდს" 2 ქულით ჩამორჩება.

იმისათვის, რათა "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა მორიგ ჯერზე იზეიმოს, "ბორუსიამ" ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ვერ უნდა მოიგოს, მიუნხენელებმა კი იმარჯვონ. თანაბარი ქულების შემთხვევაში კი ბურთების სხვაობა დაითვლება, სადაც "ალიანს არენას" ბინადრებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული