ბუნდესლიგის მე-4 ტურში "კიოლნი" დორტმუნდის "ბორუსიასთან" 0:5-ზე განადგურდა, დამარცხებული გუნდის სპორტულმა დირექტორმა იორგ შმადტკემ კი განაცხადა, რომ მეორე გოლი მათ კარში წესების დარღვევით გაიტანეს და მატჩის გადათამაშებას მოითხოვდა.
თუმცა, ეტყობა მიხვდნენ, რომ პროტესტს არ დაუკმაყოფილებდნენ და გადაიფიქრეს, ოღონდ მსაჯის პატრიკ იტრიხის დასჯას ითხოვენ.