ევრო 2024 - ვის შეიძლება შევხვდეთ მერვედფინალში - საუკეთესო მესამეობის ვარიანტები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე მუდმივად საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, ივნისამდე დარჩენილ დროში ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენს სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი
დროით 23:00 საათზე (სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნოთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი უკვე საგრძნობლად დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

Sportall.Ge

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს).

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს, 
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ვეხმაურები „ ისევ ფიგუს“

მახსოვს ლობანოვსკი ეუბნებოდა თავის ფეხბურთელებს „ხუთი წელი ითამაშეთ როგორც მე მინდა და მთელი ცხოვრება გარანტირებული უზრუნველყოფილი იქნებითო“ ე.ი. ვარჯიში და რეჟიმი, ვარჯიში და რეჟიმი. ვისაც სამშობლო უყვარს.....

შეხედეთ რონალდოს,თ.მიულერს, ლევანდოვსკის -საუკეთესო მაგალითებს.
ტატიკო
18:37 10-04-2024
0
შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ,მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ

ფეხბურთელებზე არა ნაკლები შრომა და ვარჯიში უწევთ სპორტსმენებს სხვა სახეობებში: კალათბურთში, ძიუდოში, რაგბში......

მარტო ერისიონის მოცეკვავეები რომ ვთქვათ; დღეში ხან სამ კონცერტს ატარებენ და არც ერთი ოდნავ შეცდომასაც კი არ უშვებს. ე.ი. ავტომატიზმამდე აქვთ აყვანილი თავიანთი ფუნქცია. მახსოვს ხვიჩა იძახდა მოედანთან ახლოს ვცხოვრობ რომ დამატებით ვივარჯიშოო.ზოგჯერ ერთ ილეთს ასჯერ და მეტჯერ ვასრულებ,სანამ ბოლომდე არ დავხვეწავო.

დასკვნა ერთია: ვარჯიში და ვარჯიში. ათი წელი ითამაშე მერე იბაირამე. და კიდევ:კარგი ფსიქოლოგიური მომზადება შავლაყაძის,სანეევის, საკანდელიძის და ბევრ სხვათა ბიოგრაფიების გაცნობა, გასახდელში თამაშზეგასვლის წინ „ქართველო ხელი ხმალს იკარ“ და „ჩაკრულო“--ს მოსმენა და მღვდლის მიერ გუნდის დალოცვა და თამაშის დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრი.
ისევ ფიგუ
15:57 10-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული