ესპანეთმა კვიპროსიც გაანადგურა - ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, ესპანეთმა სახლში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ეროვნული გუნდი 6:0 დაამარცხა.

ესპანეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა (შოტლანდიას 6 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 12 ოქტომბერს შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო უქულოდ მყოფი კვიპროსი იმავე დღეს ნორვეგიას დაუხვდება.

ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდნენ, რომელიც სულ სხვა დონისაა; მეტოქემ გაკვეთილი ჩაუტარა, თავისი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვს და სწორი დასკვნების გამოტანა სჭირდებათ.

გრანადა. „ლოს კარმენესი“
ესპანეთი - კვიპროსი 6:0
გოლები:
1:0 გავი (18), 2:0 მერინო (33), 3:0 ხოსელუ (70), 4:0 ფერან ტორესი (73), 5:0 ალექს ბაენა (77), 6:0 ფერან ტორესი (83)

მკითხველის კომენტარები / 13 /
მალე კვიპროსთან იქნება თამაში,თუ წავაგეთ სანიოლი წაბრძანდება ნაკრებიდან
სვანსკი
13:56 14-09-2023
0
მაგათ ფედერაცია არ ჰქვიათ, მაგათ სახელია ,,ლეგიონია''...
გიორგი 50
13:57 13-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული