როდრიგო: მბაპეს "რეალში" გადმოსვლა მწვრთნელისთვის სასიამოვნო თავსატკივარი იქნება

AutoSharing Option
გარემარბმა როდრიგომ,  რომელმაც "ბილბაოსთან" მოგებულ მატჩში (2:0) დუბლი შეასრულა, კილიან მბაპეს პსჟ-იდან "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:

"იმის მიხედვით, რასაც ჟურნალისტები ლაპარაკობენ, ვფიქრობ, ეს მალე მოხდება. მე თქვენ გენდობით, ბიჭებო!

თუმცა, არ ვიცი, რა ხდება. თუ მბაპე მოვა, მე სათადარიგოთა სკამზე დამსვამენ? ეს მწვრთნელისთვის სასიამოვნო თავსატკივარი იქნება. მე მხოლოდ "რეალზე" ვარ კონცენტრირებული".

alt"რეალმა" როდრიგოს დუბლით "ბილბაოს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული