კასილასი: იამალი მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლამინ იამალი რონალდინიოს შეადარა:

"ის, რასაც ლამინი აკეთებს, მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს. მისი მოძრაობა და დრიბლინგი სრულად ჰგავს რონალდინიოსას. ეს ბიჭი 16 წლის ასაკში არანორმალურად თამაშობს. ის აკეთებს იმას, რაც მომავალში ლეგენდად გახდის".

იამალი კატალონიური კლუბის აღზრდილია, პირველ გუნდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 60 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანსუ ფატი 2ია. მისი ბოლოც ბრაიტონი ან ხეტაფეა
ნიკა
10:10 13-02-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული