"რეალმა" მოიგო და გალიდერდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-17 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალი“ 4:1 დაამარცხა.

„რეალი“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და 22 დეკემბერს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება. თუმცა „ჟირონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ლიდერობის დაბრუნება შეუძლია.

ბელინგემმა „რეალში“ ყველა ტურნირზე 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა - ის 13 გოლით პრიმერას ბომბარდირია.

„სამეფო გუნდის“ მცველმა ალაბამ პირველ ტაიმში მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 70 500 მაყურებელი
რეალი - ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 ბელინგემი (25), 2:0 როდრიგო (37), 2:1 მორალესი (54), 3:1 ბრაიმ
დიასი (64), 4:1 მოდრიჩი (68)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დიდი დატვირთვებია,მსაჯებმაც ძალიან მიუშვეს ფიზიკური ორთაბრძოლები და ამიტომ,მძიმე ტრავმებიც ძალიან გახშირდა.ფეხბურთი ,მართლაც არ არის,ბალეტი,მაგრამ არც კორიდა და გლადიატორთა ბრძოლაა,თუმცა დღევანდელ წესებს,სწორედ აქეთკენ მივყავართ.ფიზიკა საჭიროა,მაგრამ კუნთების გროვა ფეხბურთელები,ფეხბურთში სილამაზეს ვერ ქმნიან.ვისაც ფეხბურთში,ათლეტური ორთაბრძოლები და ტექნიკური ფეხბურთელების ჩეხვა მოსწონთ,უამრავი სპორტის კონტაქტური სახეობაა და იმას უყურონ.აგერ,დავით ალაბა დაიმტვრა,მძიმედ,ისედაც რამდენი ტრავმირებული ჰყავს,რეალს,იქით,ბარსელონას და თითქმის ყველა ტექნიკურ გუნდს.ყოველ თამაშში,ვიღაცას უტეხავენ თავს და ვის სჭირდება,ასეთი ფეხბურთი?ალაბას შემთხვევაში,კონკრეტულად იმ მომენტში,უხეშობა არ ყოფილა,მაგრამ,ეს საერთო სურათს არ ცვლის.ტექნიკურ ფეხბურთელებს,გაფრთხილება სჭირდებათ და ყოველ წამს,დარტყმის შიში არ უნდა ჰქონდეთ.
სოსო
11:34 18-12-2023
0

სიახლეები პოპულარული