As: ზიდანს უნდა, მომავალ სეზონში განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა ჰყავდეს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდის ძირითადი შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, დაცვის მარცხენა ფლანგზე ზიდანი ფერლან მენდის დააყენებს, შეეცდება "მანჩესტერის" ნახევარმცველი პოლ პოგბა შეიძინოს, კაზემირო კვლავ სასტარტოში იქნება, ხოლო ფედერიკო ვალვერდე და ლუკა მოდრიჩი - თადარიგში.

რაც შეეხება შეტევას, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ, შეიძინონ თუ არა "დორტმუნდისგან" ერნან ჰოლანი. თუ მისი ტრანსფერი შედგა, ძირითადი შემადგენლობიდან, სავარაუდოდ, ქარიმ ბენზემა ამოვარდება. თუმცა, არსებობს ორი ფორვარდითა და პლეიმეიკერის როლში ედენ აზარის თამაშის ვარიანტიც.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული