გამოკვლევამ დაადგინა - რონალდოს სხეული 23 წლის ბიჭივით აქვს

AutoSharing Option
Deportes Cope იუწყება, რომ "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს ფიზიკური მონაცემები არ შეესაბამება სხვა 33 წლის ფეხბურთელების შესაძლებლობებს, რაც ვარჯიშის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სწორი კვების დამსახურებაა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ კრიშტიანოს სხეულის პარამეტრები 23 წლის ბიჭის ანალოგიური აქვს. მაგალითად, მისი ცხიმის ფენა სხეულის საერთო მასის 7%-ს შეადგენს ( წესით 10-11% უნდა იყოს), ხოლო კუნთის მასა 50%-ია (46% უნდა იყოს).

ამ სეზონში ბლანკოსში მან 36 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. დიდ ფეხბურთში მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული