ზინედინ ზიდანი: ეს გამარჯვება გვჭირდებოდა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-20 ტურში "დეპორტივოს" განადგურების (7:1) შემდეგ, კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"უკანასკნელი წარუმატებელი სერიის მერე კარგი მატჩი ჩავატარეთ. გახარებული ვარ, რადგან ეს გამარჯვება გვჭირდებოდა. დაცვაში ჩინებულად გავისარჯეთ. მოგებები გვჭირდება.

რატომ არ ვათამაშე ისკო? თქვენ ყოველთვის უცნაურ კითხვებს მისვამთ. ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ბევრი შეხვედრები ჩაატარა. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, შევარჩიო შემადგენლობა, ეს ადვილი არაა, ეს ჩემი სამუშაოა.

რაც შეეხება ბენზემასთვის მოწყობილ ობსტრუქციას, ამან მ
ართლა შეიძლება მასზე იმოქმედოს. ყველაფერი მესმის, მაგრამ პოზიტიური მომენტებიც მინდა დავინახო. ასეთი რამები რომ არ მოხდეს, უკეთ უნდა ვითამაშოთ.

გულშემატკივრებმა ყოველთვის უნდა დაგვიჭირონ მხარი. ვთამაშობდი ამ სტადიონზე და ვიცი რა არის სტვენა. ტრიო BBC? ეს ფეხბურთელები დიდებულად ასპარეზობდნენ და დანარჩენებს დადებით მუხტს გადასცემდნენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული