"ეს "ბარსელონას" დნმ-ის დამსახურებაა" - ხავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების გამყვან მწვრთნელებზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, რის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამყვანი ოთხივე გუნდის დამრიგებელი "ბარსელონაში" თამაშობდა.

"არა მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს. კარგი საქმე გაკეთდა. "ბარსელონას" სკოლა აყალიბებს ბევრ მწვრთნელს. ფეხბურთელები მწვრთნელებად იქცევიან, "ბარსელონას" აკადემია კი ფეხბურთელებს ამზადებს.

ეს არის ამ გუნდის, მისი სკოლისა და კლუბის დნმ-ის დამსახურება" - თქვა ხავიმ.

ინფორმაციისთვის, ხავი "ბარსელონაში" თამაშობდა და ახლა გუნდს მოძღვრავს. მის მსგავსად, ხოსეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე "ბლაუგრანას" თავკაცები იყვნენ, მიკელ არტეტა კი კატალონიელთა სკოლის აღზრდილია და "ბარსელონა
B"-ში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული