ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ფეხბურთი მთელი თავისი დიდებულებით - "რეალი" და "სიტი" და "არსენალი" და "ბაიერნი" დროებით დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მართლაც ჩინებული მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

ორი თრილერი შედგა - „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაზავდნენ (3:3), ისევე, როგორც „არსენალი“ და „ბაიერნი“ (2:2).

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 76 680 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:3
გოლები: 0:1 ბერნანდო სილვა (2), კამავინგა (12), 2:1 როდრიგო (12), 2:2 ფოდენი (66), 2:3 გვარდიოლი (71), 3:3 ვალვერდე (79)

ლონდონი. „ემირეითსი“. 60 221 მაყურებელი
არსენალი - ბაიერნი 2:2
გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32, პენ), 2:2 ტროსარდი (76)
. „ქალაქელთა“
ნახევარმცველ დე ბრუინს გასახდელში გულისრევა დაეწყო და თქვა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა.
. „სიტის“ ნახევარმცველ ფოდენის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
. გვარდიოლას გუნდი ყველა ტურნირზე ბოლო 26 მატჩში დაუმარცხებელია - 21 მოგება და 5 ფრე.
. "რეალი" ბოლო 14 შეხვედრაში არ დამარცხებულა - 9 მოგება და 5 ფრე.
. „რეალის“ თავკაცმა ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ტურნირზე მე-200 მატჩი ჩაატარა.
. „სამეფო გუნდის“ შემტევმა როდრიგომ პლეი-ოფებში მეექვსე გოლი გაიტანა - 3-3 „სიტის“ და „ჩელსის“.
. „ბაიერნის“ თავდამსხმელი კეინი ტურნირზე 7 გოლით საუკეთესო ბომბარდირია - მიუნხენურ კლუბში 38 მატჩში 39-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. "არსენალი" ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია - 6 მოგება და 2 ფრე.
. "ბაიერნმა" უკანასკნელი 3 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 2 წაგება და 1 ფრე.


საპასუხო შეხვედრები 17 აპრილს ჩატარდება.

altდღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..

მკითხველის კომენტარები / 10 /
სიტის წინააღმდეგ კვარა თუ წარმოგიდგენია. პასებს უკანაც არ გააკეთებინებენ.
ვა რა დონეა
20:57 10-04-2024
0
გაპიარებული ჰოლანი თამაშობდა?!
რეზი
17:25 10-04-2024
0

სიახლეები პოპულარული