უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"დე ლაურენტისის ამ საქციელმა გამაოცა" - იოლანდა დე რიეცო "ნაპოლისა" და "უნიონის" მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტზე

AutoSharing Option
SportItalia-ს ჟურნალისტი იოლანდა დე რიეცო "ნაპოლისა" და "უნიონის" გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება და "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის შესახებ წერს.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა აღნიშნავს, პროდიუსერის საქციელმა ის გააოცა.

"მე შევხვდი დე ლაურენტისს "უნიონთან" მატჩის შემდეგ და ერთმა დეტალმა გამაოცა. პრეზიდენტს თითქმის არ ულაპარაკია, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა.

ასევე ვნახე ფეხბურთელები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან", - წერს დე რიეცო.

მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "უნიონის" მატჩი 1:1 დასრულდა.
ასევე დაგაინტერესებთ