სიკვდილს ებრძვის - "მილანის" ულტრასები თავს პსჟ-ის ფანებს დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ნოემბრის გამთენიისას, "მილანსა" და პსჟ-ს შორის გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ, ადგილობრივი გუნდის ულტრასები თავს ფრანგ ფანებს დაესხნენ. როგორც Football Italia წერს, პსჟ-ის ერთი გულშემატკივარი ცივი იარაღით დაჭრეს და მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში მალევე გადაიყვანეს, კომიდან არ გამოსულა და კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

გამთენიისას, "მილანის", დაახლოებით 100 გულშემატკივარი საფრანგეთიდან ჩასულ ფანებს დაესხა თავს. იტალიელები ცივი იარაღებით, ბეისბოლის ბიტებითა და პიროტექნიკით იყვნენ შეირაღებულები - მათ ცრემლსადენის გაზიც კი გამოიყენეს. 

"მილანისა" და პსჟ-ის მატჩი დღეს, 7 ნოემბერს, "სან სიროზე" გაიმართება.
შეხვედრა, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში "პსჟ-მა "მილანს" "პარკ დე პრენსზე" 3:0 მოუგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს მილანს ვერ უშველის მარტო ნაპოლისთან რომ იგიჟებს თავს
ბანძი გუნდი
19:58 07-11-2023
4
ერთიც, გიჟი გადარეული ულტრასები და მეორეც უფრო ჭკუიდან შეშლილი ტიფოზები. ისე ყოველთვის მეჯავრებოდა, ფრანგი ვითომ ფანი "ულტრასები", მაგეებმა ფეხბურთელების შეურაცყოფის მეტი არაფერი იციან.
ლაშა
18:53 07-11-2023
3

სიახლეები პოპულარული