"15 წუთში მისგან უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე გასულ სამ თვეში" - "შახტარის" ფეხბურთელი ახალ მწვრთნელზე

AutoSharing Option
"შახტარის" ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა დონეცკური გუნდის ახალ მწვრთნელ მარინო პუშიჩზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოსნიელმა უკრაინულ გუნდში პატრიკ ვან ლეუვენი შეცვალა, "ბარსელონასთან" დღევანდელ შეხვედრაში კი გუნდს დარიო სრნა დამოძღვრავს.

"ახალი მწვრთნელის მისამართით ემოციები დადებითია და ყველა შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. კარგი და პოზიტიური ადამიანია. იმ იდეებიდან გამომდინარე, რაც მან მოგვცა 15 წუთში, გავიგეთ მისი ფეხბურთის სტილი. 15 წუთში უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე 3 თვის წინ.

იმედი მაქვს, წინ ძალიან კარგი შედეგები გველოდება. გვჯერა ამის და ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელის სრული ნდობა აქვთ", - თქვა
სუდაკოვმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ დონეცკური გუნდის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, იცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი კი მწკდება გული გოჩოს რას ერჩიან ან ნაკრების მწვრთნელი ან შახტარის მწვრთნელი.იმედია გიო იტყვის მის სიტყვას.სანიოლმა ყველაფერი გიოს გადააბრალა.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს..
გიგლა
16:19 29-10-2023
0

სიახლეები პოპულარული