აზაროვის და გოჩოლეიშვილის "შახტარმა" ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „შახტარმა“ „ზარია“ 2:1 დაამარცხა.

ოთხი დღის წინ „შახტარმა“ ლუგანსკურ კლუბს ძლივს სძლია და დღესაც ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. „მეშახტეები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევისას გოლი გაუშვეს, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტიეს და ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ორივე გოლი მარცხენა ფლანგიდან კელვინის ჩაწოდებას მოჰყვა - პირველი ეგინალდუმ გაიტანა, მეორე კი - სიკანმა და დონბასელებმა ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვეს.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა - შეუცვლელად.

„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული,
58 ქულით ლიდერია და 27 აპრილს გასვლაზე „ჩერკასის“ დაუპირისპირდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - ზარია 2:1
გოლები: 0:1 ანტიუხი (50), 1:1 ეგინალდუ (72), 2:1 სიკანი (87)
გაძევება: საპუტინი (90, ზარია)

altაზაროვის საგოლე პასი - "შახტარმა" "ზარია" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული