ვინ დაარტყამს "ნაპოლიდან" პენალტებს, თუ "მილანთან" მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივა - La Gazzetta dello Sport-ი სავარაუდო ფეხბურთელებზე წერს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი იმ სავარაუდო ფეხბურთელებზე წერს, რომლებიც "მილანთან" მატჩის თერთმეტმეტრიანების სერიაში გადასვლის შემთხვევაში, პენალტებს შეასრულებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ესენი ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, პიოტრ ზელინსკი, ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო იქნებიან.

არსებობს კიდევ სამი კანდიდატურა - ირვინ ლოზანო, ჟოან ჟეზუსი და ელიფ ელმასი. არ განიხილება სტანისლავ ლობოტკას ვარიანტი, რადგან მან "კრემონეზესთან" იტალიის თასის მერვედფინალში პენალტი გააფუჭა და ამან შესაძლოა, ცუდი გავლენა იქონიოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. "მილანმა" "ნაპოლის" პირველ
მატჩში "სან სიროზე" 1:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯუღელმა უკვე დაარტყა პენალტი, თანაც ცხრიანში!!!!
alexsis
20:33 18-04-2023
0
ჯუღელი დაარტყამს, მამუკა ჯუღელი
ქვიზი
18:50 18-04-2023
1

სიახლეები პოპულარული