სპალეტი: ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც

AutoSharing Option
ხვალ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "მილანს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტის ისაუბრა:

"რამდენიმე დღეში "მილანს" ორჯერ შევხვდით და დეტალები გვაქვს გამოსასწორებელი. ამ სეზონში დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ტაქტიკას შევცვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვითამაშებთ, რადგან ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებისას სახიფათოა. ახლა დავინახავთ, თუ რამდენად გავიზარდეთ და რა დონეს მივაღწიეთ.

კმაყოფილი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვიქნები. პირველ მატჩში მეტს ვიმსახურებდით და ხვალ იმას ველი, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გვახასიათებს. დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით
ინტენსიურები, სწრაფები და ბურთის ფლობა გვექნება, რისი უნარიც გაგვაჩნია, მიზანს მივაღწევთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. ასე იქნება ხვალ საღამოს.

შეხვედრის ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, პენალტების სერიასაც კი. ამ სეზონში მნიშვნელოვან შეხვედრებში დიდი გამოცდილება მივიღეთ, სადაც მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. პირველი მატჩი დავთმეთ, თუმცა, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ვითარება შეიცვლება.

კარგი გუნდი რომ არ გვყავდეს, სერია A-ს ლიდერები ამხელა სხვაობით ვერ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, ოსიმენი ძალიან გვაძლიერებს და მასთან ერთად ზუსტი მექანიზმი გვაქვს. ოსიმენზე ვერტიკალურად თამაში ჩვენი ორიენტირი იქნება. ცხადია, ამ სეზონში წარმატებას მთელმა გუნდმა მიაღწია და ხვალ, ვიქტორის გარდა, საერთო ძალისხმევა დაგვჭირდება.

"ნაპოლიმ", "ალბათ, დაწერა ისტორია, ამ ტურნირზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გამარჯვება გვინდა. ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც. ვნახოთ, რა გამოგვივა.

ამ ეტაპზე გასვლა ნიშნავს იმას, რასაც უკვე მივაღწიეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგება შეგვიძლია. გარისკვის არ უნდა შეგვეშინდეს, საჭიროა უსაზღვრო ბედნიერების მისაღწევად ვითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფეხბურთში ხდება ისეთები რაც მოხდა. ნაპოლი ბევრად კარგად თამაშობს ვიდრე მილანი და ჩემი აზრით დღეს ნაპოლი კარგად მოიგებს. მსაჯმა მკაცრად უნდა იმოქმედოს უხეშ თამაშზე.
2

23 წელი კარგი ასაკია და მისგან იმიტომ ვითხოვთ მაქსიმუმს, რომ ის მხოლოდ სუპერ კლასის ლიდერად გვემეტება.
ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად!

წარმატებები ხვიჩას!
07-01
12:26 18-04-2023
3

სიახლეები პოპულარული