ისკო და კარვახალი "ბაიერნთან" ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" ნახევარმცველი ისკო "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობას მხრის ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ნამატჩევს თქვა, რომ ისკოს მხარი თავიდანვე სტკიოდა.

ჯერ უცნობია რამდენი ხანი ვერ შეძლებს ისკო ასპარეზობას. სამაგიერედ ცნობილი გახდა, რომ "სამეფო გუნდის" მცველს დანიელ კარვახალს 2-3 კვირა გაუცდება. მან ბარძაყის ტრავმა მიიღო.

საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1 მაისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული