მასიმილიანო ალეგრი: შარშან "ბარსელონა" დავამარცხეთ, წელს შესაძლოა, "რეალსაც" ვძლიოთ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა ასე შეაფასა:

"ჩვენი და "რეალის" შეხვედრა საინტერესო იქნება. შარშან მეოთხედფინალში "ბარსელონა" დავამარცხეთ, წელს შესაძლოა, "რეალსაც" ვძლიოთ.

ბლანკოსი ტურნირის ფავორიტია და შესანიშნავი იქნება თუ დავამარცხებთ. იქამდე კი შაბათს "სპალთან" გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

მერე სანაკრებო პაუზა იქნება, შემდეგ "მილანს" ვხვდებით, რომელიც კარგ ფორმაშია. მხოლოდ ამის მერე ვიფიქრებთ "სამეფო გუნდთან მატჩზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული