ერნესტო ვალვერდე: ვნახოთ, იქნება თუ არა "ჩელსი" თავისი სტილის ერთგული

AutoSharing Option
"ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შემდეგი განაცხადა:

"სტუმრად გოლის გატანა ადვილი არაა. ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია, თავდაცვაც ეხერხება და კონტრშეტევაზე თამაშიც.  როგორც ყველა ინგლისურ გუნდს, "არისტოკრატებსაც" თავიანთი მკვეთრად გამოხატული სათამაშო სტილი აქვთ. ეს გასათვალისწინებელია. ვნახოთ, იქნება თუ არა "ჩელსი" თავისი სტილის ერთგული.

პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ტურნირია და არაა გასაკვირი, რომ მისი წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობენ. "ჩელსის" სახიფათო შემტევები ჰყავს: აზარი, მორატა, ჟირუ, პედრო.

კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი გუნდები ტაქტიკურად
მუდამ გამართულ ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩვენთვის "ჩელსისთან" შეხვედრა სერიოზული გამოცდა იქნება.

მესის ამ გუნდთან არ უმართლებდა, 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს ახალი შეხვედრაა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს იქნება დაუვიწყარი დღე.ბარსამ უნდა მოიგოს,რომ დაუმტკიცოს ყველას თავისი სიძლიერე.
DATO
12:51 20-02-2018
0

სიახლეები პოპულარული