ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: უხვგოლიანი ტური

AutoSharing Option
21 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღე მართლაც უხვგოლიანი გამოდგა.

E ჯგუფში მოსკოვში "სპარტაკმა“ 82-ე წუთზე კი მოახერხა "მარიბორთან“ ანგარიშის გახსნა, მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე საპასუხო გოლი გაუშვა, 1:1 და როგორც მინიმუმ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. "სახალხო გუნდის“ კიპერმა არტიომ რებროვმა დაიჩივლა, რომ ძალიან დამწუხრებულები არიან, თუმცა მათთვის არაფერი არ შეცვლილა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში "ლივერპული“ უნდა დაამარცხონ.

"წითლები“ "სანჩეს პისხუანზე“ 3:0-ს უგებდნენ "სევილიას“, მაგრამ ანდალუსიურმა გუნდმა ნაანტრაქტევს სამი უპასუხო
გოლი გაიტანა (გვიდო პისარომ 90+3-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში) და ყაიმს დასჯერდა. ამ შეხვედრაში ტურნირზე თავისი გუნდიდან ყველაზე სწრაფი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა. მან სერხიო რიკოს კარი 1:25-ე წუთზე დალაშქრა. პირველ ტაიმში ფირმინომ დუბლი მიითვალა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ლივერპული 9, სევილია 8, სპარტაკი 6, მარიბორი 2

F ჯგუფში დონეცკის "შახტარის“ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ არ ათამაშა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა და გაბითურდა "სან პაოლოზე“ "ნაპოლისთან“ 0:3. ულამაზესი გოლი გაიტანა ლორენცო ინსინიემ, რომელმაც“ "მილანთან“ შეხვედრაში მუხლი იტკინა და ამ მატჩში მისი მონაწილეობა საეჭვო გახლდათ.

"მანჩესტერ სიტის“ განაღდებული ქონდა პლეი-ოფში გასვლა, ნება-ნება თამაშით 88-ე წუთზე რახიმ სტერლინგის გოლით დაამარცხა "ეტიჰადზე“ "ფეიენოორდი“ 1:0 და პირველი ადგილი დაიკავა.

უკანასკნელ ტურში "შახტარი“ 6 დეკემბერს უმოტივაციო "ქალაქელებს“ მასპინძლობს და შემდეგ ეტაპზე გასაღწევად ფრეც ყოფნის, "ნაპოლი“ კი როტერდამში უქულო "ფეიენოორდს“ ხვდება.

მანჩესტერ სიტი 15, შახტარი 9, ნაპოლი 6, ფეიენოორდი 0

G ჯგუფში "ბეშიქთაშმა“ სტამბულში სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია "პორტუსთან“ და პირველი ადგილი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ "დრაკონების“ მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ მეკარე იკერ კასილიასი ისევ არ ათამაშა. "ლაიპციგმა“ კი გასვლაზე "მონაკო“ გაანადგურა (4:1).

ბეშიქთაში 11, პორტუ 7, ლაიპციგი 7, მონაკო 2

H ჯგუფში "რეალმა“ კვიპროსში "აპოელი“ გააფარჩაკა (6:0). დუბლი მიითვალა რონალდომ, წელს ჩემპიონთა ლიგაზე 18 გოლი გაიტანა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. 24-ე გოლი გაიტანა ტურნირზე კარიმ ბენზემამ და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოსა და ლეო მესის ჩამორჩება. ისევ დამარცხდა დორტმუნდის "ბორუსია“, ამჯერად "ტოტენჰემთან“ და მხოლოდ ევროპა ლიგაზე მონაწილეობით თუ დაკმაყოფილდება.

მოკლედ, "ტოტენჰემმა“ პირველი, ხოლო "რეალმა“ მეორე ადგილი დაიკავა და უკანასკნელ ტურს მათთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

ტოტენჰემი 13, რეალი 10, დორტმუნდი 2, აპოელი 2
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაშ, გააფარჩაკა? თქვენ რომ ქართულ ენას აფარჩაკებთ, თუ ხვდებით?
ზურა
11:20 22-11-2017
0
აიტ, თქვე ფა ჩაკებო!
ბაზრის ჯიგარო ..
04:17 22-11-2017
1

სიახლეები პოპულარული