ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის ფინალს მადრიდი უმასპინძლებს

AutoSharing Option
UEFA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშების ფინალს მადრიდი, კონკრეტულად კი, "ატლეტიკოს" ახალი სტადიონი "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს.

მადრიდის კონკურენტი ბაქო იყო და ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, UEFA-მ არჩევანი აზერბაიჯანის დედაქალაქზე შეაჩერა, თუმცა ოფიციალური ცნობა სხვაგვარია - 2019 წლის 1-ელ ივნისს, ევროპული საკლუბო საფეხბურთო სეზონის დამაგვირგვინებელი შეხვედრა მადრიდში ჩატარდება.

მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუს" ჩემპიონთა თასის ფინალისთვის 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში უმასპინძლია. მადრიდი მეორე ქალაქი ხდება ლონდონის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა თასის 5 ან მეტ ფინალს უმასპინძლებს,
ხოლო მეოთხე ქალაქი ამსტერდამის, პარიზისა და მიუნხენის შემდეგ, სადაც ამ ტურნირის ფინალი ერთზე მეტ სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული