გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, გთავაზობთ სიახლეებს:

"იუვენტუსი" შესაძლოა მატიას დე ლიხტს დაემშვიდობოს. ნიდერლანდელის სამსახურით "ბარსელონა", "ჩელსი" და "ტოტენჰემია" დაინტერესებული. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცველი შესაძლოა კატალონიელებს შეუერთდეს.

ESPN-ის ცნობით, "ბლაუგრანა" სერჟინიო დესტის თაობაზე წინადადებებს მოისმენს. ამერიკელის სამსახურით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

"ლივერპული" პორტუს" ლუის დიაზის თაობაზე დაუკავშირდა. მერსისაიდელებს სურთ, რომ ფეხბურთელმა პორტუგალია იანვარში დატოვოს და სათამაშოდ "ენფილდის" მოედანზე გადავიდეს.

დიდია ალბათობაა იმისა, რომ ჰუგო ლორისმა "ტოტენჰემი" დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელის თამაშით გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და ხელმძღვანელობას მის შენარჩუნებას სთხოვენ.

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო
რომანოს მტკიცებით, უსმან დემბელემ შესაძლოა კარიერა "ნიუკასლში" განაგრძოს. ფრანგი ფეხბურთელი და "ბარსელონა" ახალ კონტრაქტზე არ საუბრობენ. ასე რომ, ყველაფერს დრო გაარკვევს. თავის მხრივ, "ბლაუგრანამ" "მანჩესტერ სიტისთან" ფერან ტორესის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც გავლენიანი El Chiringuito ირწმუნება, სატრანსფერო ღირებულება 55+10 მილიონ ევროს შეადგენს.

სავარაუდოდ, ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და "სევილიას" შეუერთდება, წინააღმდეგი არც "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი რალფ რაგნიკია.

El Chiringuito-ს თქმით, "არსენალმა" და "ბარსელონამ" შესაძლოა ფილიპე კოუტინიო და პიერ ემერიკ ობამეიანგი ერთმანეთში გაცვალონ. ყველაფერს დრო გაარკვევს. შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში ფილიპე კოუტინიოს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ხშირად იწერება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული