ტრანსფერი-ONLINE: 23 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:10. "ბარსელონამ" დაიწყო მოლაპარაკებები ანხელ დი მარიაზე. Diario Sport-ი ამტკიცებს, რომ მხარეებმა თითქმის შეათანხმეს ოთხწლიანი კონტრაქტის დეტალები. "ბარსელონა" 50 მილიონს იხდის, პსჟ-ის მოთხოვნა ჯერ არ გაჟღერებულა.

13:23. "ევერტონმა" "ბენფიკას" შესთავაზა 33 მილიონი ევრო რაულ ხიმენესისთვის, თუმცა, პორტუგალიელები 51 მილიონს ითხოვენ, - წერს Liverpool Echo.

13:29. Sky წერს, რომ "მილანი" მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს "ბარსელონასთან" რაფინიას თაობაზე.

13:43. "ეინდჰოვენის" ნახევარმცველი სტევენ ბერგვეინი "ბარსელონას" აინტერესებს. 19 წლის გარემარბს ესპანელები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.

13:52. "ტოტენჰემი" მზად არის, 30 მილიონი გადაიხადოს ბალდე კეიტაში, რომელსაც აღარ სურს "ლაციოში" დარჩენა. თავად ფეხბურთელს "იუვენტუსში" გადასვლა უნდა, მაგრამ ტურინელები მხოლოდ 15 მილიონს იხდიან.

13:56. "ინტერმა" მოლაპარაკებები დაიწყო შკოდრან მუსტაფის თაობაზე. Daily Mirror-ი წერს, რომ მილანელებმა ერთწლიანი იჯარის წინადადებით მიმართეს "არსენალს".

14:05. ოფიციალურად! "ჰადერსფილდმა" "ნიურნბერგიდან" აბდელჰამიდ საბირი გაიფორმა. გარიგების თანხაა - 1.5 მილიონი ევრო, კონტრაქტი 2020 წლამდე გაფორმდა.

14:23. "რომა" "ინტერზე" მეტს იხდის "სამპდორიას" 21 წლის ფორვარდ პატრიკ შიკში, კერძოდ, 35 მილიონ ევროს. ახლა ყველაფერი ჩეხ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

14:30. Daily Star-ი წერს, რომ "არსენალი", ალექსის სანჩესის დაკარგვის შემთხვევაში, ქარიმ ბენზემას შეძენას ეცდება.

14:35. პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ტელეფონით ელაპარაკა "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს. Le Parisien-ი წერს, რომ პარიზელთა შეფი არ დათანხმდა დი მარიას გაშვებას.

15:08. ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ რივალდო კუტზეე "აიაქსიდან" "სელტიქსში" გადადის.

15:10. ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა მარცხენა ფლანგზე ლუკ შოუს თამაშით, ამიტომაც სატრანსფერო ბაზარს მიმართა. READMANUTD-ი წერს, რომ მთავარი კანდიდატი მარცხენა ფლანგზე არის - რაიან სესენიონი "ფულჰემიდან". ადრე ეს ფეხბურთელი 30 მილიონად ვერ იყიდა "ტოტენჰემმა".

15:38. "ბარნლი" ახლოს არის "ლორიანის" ფორვარდ აბდულა მაჯიტ უორისის შეძენასთან. Mail-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხაა 12 მილიონი ევრო.

15:45. "ნაპოლის" ფორვარდმა ლორენსო ინსინიემ კომენტარი გაუკეთა "ბარსელონაში" სავარაუდო გადასვლას. "ეს ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა, მაგრამ დღეს ჩემი ოცნება - "ნაპოლია", - განაცხადა იტალიელმა.

16:02. "პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს სთავაზობს ხელფასს, რომელიც ორჯერ მეტია "რეალის" სავარაუდო ჰონორარზე. Marca წერს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, "მონაკოს" ფორვარდის წლიური ანაზღაურება 16 მილიონი ევრო იქნება.

16:10. ოფიციალურად! ნახევარმცველი ემილიანო რიგონი "ინდეპენდიენტედან" "ზენიტში" 9 მილიონ ევროდ გადავიდა. 24 წლის არგენტინელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

16:34. ოლივერ ბერკი ბრიტანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა. The Guardian-ი წერს, რომ "კრისტალ პალასმა" 17 მილიონი ევრო შესთავაზა "ლაიპციგის" გარემარბს.

16:45. "ჩელსის" დამრიგებელი ანტონიო კონტე ჯერ ისევ განიხილავს "ინტერიდან" ანტონიო კანდრევას მიწვევას. გარიგება 29 მილიონად ფასდება.

17:17. ოფიციალურად! "ტოტენჰემმა" შეიძინა პაულო გასანიგა "საუთჰემპტონიდან". 25 წლის მეკარე ლონდონელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხელშეკრულება ხუთწლიანია.

17:19. მორიგი ინფორმაცია დი მარიაზე. Diario Sport-ი წერს, რომ პსჟ მაინც დათანხმდა არგენტინელის "ბარსელონაში" ტრანსფერს 50 მილიონად. დი მარია ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს კატალონიელებთან.

19:09. "პარი სენ-ჟერმენმა" შვიდი მილიონი შესთავაზა "ნაპოლის" მეკარე ხოსე რეინაში. თავად ფეხბურთელს წელიწადში 3.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

19:15. ანდრეა რანოკია მალე "ბარნლიში" გადავა. Mirror-ი იტყობინება, რომ "ინტერის" მცველის ტრანსფერი ინგლისელებს 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

19:55. პსჟ-ს კონტრაქტი
აქვს "ფლუმინენსესთან" ვენდელის ტრანსფერის თაობაზე. ჯერჯერობით თანხის ოდენობა არ სახელდება.

20:10. "ლივერპული" ყოველი შემთხვევისთვის აკვირდება ფილიპე კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელებს. The Mirror-ი ირწმუნება, რომ მანუელ ლანსინი "ვესტ ჰემიდან" იურგენ კლოპის მთავარი ვარიანტია.

20:31. ხოელ კემპბელმა "არსენალს" ულტიმატუმი წაუყენა. The Guardian-ი წერს, რომ ფორვარდი წინააღმდეგია რიგით მეექვსე იჯარის და ითხოვს - ან გაყიდონ, ან გუნდში დატოვონ.

20:54. ოფიციალურად! "სუონსიმ" 19 მილიონ ევროდ შეიძინა "ჰალიდან" სემ კლუკასი და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

21:03. ოფიციალურად! ზინედინ ზიდანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა "რეალთან". Marca წერს, რომ ფრანგს მოლაპარაკებებიც არ უწარმოებია. ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში, წლიური ხელფასი კი ორჯერ გაიზარდა - 8 მილიონ ევრომდე.

21:19. "რეალი" "არსენალისა" და "ლივერპულის" აქტიურ შეტევებს იგერიებს ლუკას ვასკესთან დაკავშირებით.

21:39. "იუვენტუსმა" "რომას" 40-მილიონიანი წინადადებით მიმართა კევინ სტროტმანთან დაკავშირებით. ეს თანხა 5 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ჰოლანდიელის კონტრაქტშია გაწერილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული