ერთი მატჩი ორ სხვადასხვა მოედანზე - საქართველოს ქალთა ნაკრებმა საოცარი თამაში შემოატრიალა!

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი სტადიონზე განათება გამოირთო და ორივე გუნდის შეთანხმებით თამაში სათადარიგო მოედანზე გაგრძელდა. მეორე ტაიმში ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, 67-ე წუთზე ბაქრაძემ ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე ჭყონიამ გაათანაბრა, 85-ეზე პასიკაშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი დანელიამაც დალაშქრა.

საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე ლიდერ თურქეთს
დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ლუქსემბურგი 4:2
გოლები: 0:1 მაჩადო (19), 0:2 ტომპსონი (26), 1:2 ბაქრაძე (67), ჭყონია (79), პასიკაშვილი (85), 4:2 დანელია (90+7)

საქართველო: გაბუნია, გასვიანი, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, მატვეევა (ბუხრიკიძე 71), ბაქრაძე, ამბალია (ბებია 46), ჭყონია (ბოლქვაძე 83)

მკითხველის კომენტარები / 22 /
წარმატებები ფუჩურა გოგოებს
სადარის
07:53 02-12-2023
38
კი წააგეს 3:0 სადაა მწვრთელი კარგი
გიგა მარგველაშვილი.
03:16 02-12-2023
8

სიახლეები პოპულარული