საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრები კვიპროსში 6 აპრილს, ლიეტუვასთან თბილისში ჩატარებული მატჩის (2:2) შემდეგ გაემგზავრა. 7 აპრილს, ირის ანტმანის გუნდმა კვიპროსში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ბელარუსი - საქართველოს მატჩი 9 აპრილს, ახნასის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი),
სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენდება,ყალიბდება გუნდი,რაც ფრიად,ფრიად სასიხარულოა!
კოლხიდელი
08:57 08-04-2024
0

სიახლეები პოპულარული