ლევან კობიაშვილი მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მიმართვა გაავრცელა.

განცხადებაში საუბარია რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მსაჯის, ილია ტუღუშის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის - ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. კერძოდ, ვგულისხმობ გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს
- ლანჩხუთის "გურიასა" და "თელავს" შორის. ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან, მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე, არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი.

და ბოლოს, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია - ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უბედურება ჭირს თქვენს ვიდეოებს, რატომ იჭედება, თქვენც მაინინგობთ თუ რაშია საქმე???????????
giorgi
11:55 09-12-2017
0
ესეც რა თავს იშტერებს. იყო ფული გამოყოფილი, თამაშის ჩასაწყობად, რომ ლანჩხუთს უნდა მოეგო თელავთან. ამის მოგვარება ჰქონდა, როგორც სჩანს, დავალებული გარდაცვლილს. ეტყობა არსებული თანხა არ მივიდა დანიშნულებისადმი(არსებული თამაშის მსაჯებთან, ან თელავის ფეხბურთელებამდე), ან რაღაც გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და თავისთავად თამაშიც ვერ დამთავრდა ისე, როგორც თანხის გამცემებს სურდათ და სწორედ ამ ფულის დაბრუნებაზე ედავებოდნენ გარდაცვლილს. ეს იცის მთელმა დასავლეთ საქართველომ და აგერ თბილისშიც ჩამოვიდა ეს ამბავი. სხვათაშორის ეროვნულ ფედერაციაშიც.
დანარჩენი კი ბინდით არის მოცული. ამას უკვე პოლიცია და პროკურატურა თუ გაარკვევს...
ოკრიბელი
13:49 08-12-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული