ხვიჩა დაბრუნდა - "ნაპოლიმ" საოცარი გოლებით "მონცას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მონცა“ 4:2 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და როგორც ხშირად ხდება, გოლი გაუშვა - ჟუან ჟეზუსს ჯურიჩმა დაასწრო და მერეტის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში შესანიშნავი შანსი დი ლორენცომ ვერ გამოიყენა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 39-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარე დე გრეგორიომ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნგონჟის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მალე
ოსიმენმა საოცარ ნახტომში თავურით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ საჯარიმოს გარედან არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა და ნეაპოლური გუნდი დაწინაურდა. მერე ანალოგიური დარტყმით დე გრეგორიოს ზილენსკიმ გაუტანა, რომელსაც გადაცემა ქართველმა გაუკეთა. თუმცა ხუთ წუთში კოლპანიმ სხვაობა შეამცირა. მწვრთნელმა კალცონამ 68-ე წუთზე „კვარა“ რასპადორით შეცვალა და მან ბურთზე პირველივე შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 14 აპრილს „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.

მონცა. „U-Power სტადიუმი“

მონცა - ნაპოლი 4:2
გოლები: 1:0 ჯურიჩი (9), 1:1 ოსიმენი (55), 1:2 პოლიტანო (57), 1:3 ზილენსკი (57), 2:3 კოლპანი (62), 2:4 რასპადორი (69)

altხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს

alt"კვარა" "მონცასა" და ბონდოს წინააღმდეგ - როგორი იქნება "ნაპოლის" შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 4 /
საოცრად დაბრუნებულა
გოჩა
08:53 08-04-2024
11
საგოლე პასი სად დაინახეთ?
Walter White
02:21 08-04-2024
19

სიახლეები პოპულარული