"ნიუკასლის" სკაუტები მამარდაშვილის მატჩებს ესწრებიან - ქართველი მეკარის მიმართ ინტერესი სერიოზულია

AutoSharing Option
nufcblog.co.uk-ის ინფორმაციით, "ნიუკასლის" სკაუტები "ვალენსიას" რამდენიმე თამაშს დაესწრნენ და მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი გუნდის კიპერი გიორგი მამარდაშვილი იყო.

"კაჭკაჭები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარის პოზიციაზე აპირებენ გაძლიერებას და ქართველი მათ სიაში ერთ-ერთი ფავორიტია.

მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ჩვენებურის დამატება არაერთ მსოფლიო გრანდს სურს.

ინფორმაციისთვის, ესპანურმა AS-მა გუშინ ისიც დაწერა, რომ "ვალენსიამ" გიორგის შემცვლელი უკვე შეარჩია და ის "რაიო ვალეკანოს" კარის დარაჯი სტოლე დიმიტრიევსკია.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას მოვესწარით, ტიპები უკვე ნიუკასლს უწუნებენ.
ფეოლა
21:20 14-03-2024
1
რადგან ქეცბაიას უთამაშია საქართველოსთვის მსოფლიო გრანდია
თედო
18:25 14-03-2024
5

სიახლეები პოპულარული