"ნაპოლიდან" დამირეკეს და..." - კალაძემ "კვარას" ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა

AutoSharing Option
თბილისის მერმა კახა კალაძემ სერია A-ს ოფიციალურ "იუთუბ არხთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილმა მცველმა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა.

"ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ "კვარა" "ნაპოლიში" გადავიდოდა, "პარტენოპეის" ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

"კვარა" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხვიჩა ჩვენთან უამრავი ბავშვის კერპია. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლუბში გადავიდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხოს",
- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა საზონოვის "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

alt"სანამ თბილისის მერი ვარ, დიღმის ბაზა არ დაინგრევა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

alt"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

alt"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 24 /
რა შუაშია ახლა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომ არ ეხსენებინა. თავის წარმატებას ვაუსვა ხაზი. კვარა უკვე დგას კალაძეზე მაღლა, საერთოდ არაფერი რომ აღარ გააკეთოს.
sul2
01:56 09-03-2024
3
რა ნაცი რა ქოცი,ვინმემ რომ გისმინოთ ეს სპორტული გვერდი კი არა გრიგოლიას რეაქცია ეგონება.არ გრძცვენიათ პოლიტიკურ გვერდათ აქციეთ
კონგი
22:46 08-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული