"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

AutoSharing Option
კახა კალაძე "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისს გამოეხმაურა:

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი ამიტომაა ასეთი საინტერესო, რომ ასეთი რაღაცეები ხდება. "კვარა", რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს თერთმეტი მინდორზე და მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

მინ
და გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ და შედეგიც იქნება, იმიტომ, რომ მართლაც ვიმსახურებთ, კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდია და ბევრი ახალგაზრდა გვყავს. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

შეგახსენებთ, ზედიზედ 3 მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის მიღების გამო ხვიჩამ დისკვალიფიკაცია მიიღო და "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს.

altარაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!


მკითხველის კომენტარები / 104 /
და ამ კაცს აბარია დედაქალაქი.
თუ ,,საინტერესო"-ზე მიდგა საქმე, მაშინ სულ შევცვალოთ ძირითადი შემადგენლობა და მაგარი ,,საინტერესო" გავხადოთ მატჩის მსვლელობა შედეგი.
გოგია
21:10 23-11-2023
8
ხვიჩაზე დიდი ნამნაშავე არავინ არის, ნუ დაუწყებდა მარაჟიარობას მსაჯს და არ მიიღებდა ყვითელ ბარათს.ამიტომ მისამართი გეშლებათ, როცა სხვისკენ იშვერთ ხელს და არა ხვიჩასკენ.
გიგა
15:13 23-11-2023
19

სიახლეები პოპულარული