"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ქართველის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"გასულ სეზონში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) დაპირისპირებაში "კვარას" მიერ გატანილ გოლზე იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა.

იმ თამაშში "პარტენოპეი" ზღაპრულად გამოიყურებოდა. ზოგადად, დღეს იტალიურ გუნდებს საკუთარი სტილი აღარ გააჩნიათ. "კვარას", ოსიმენისა და ლობოტკას შესაძლებლობებით გაოცებული ვარ. როცა ვუყურებ, თუ როგორ იბრძვის ვიქტორი თანაგუნდელებისთვის, მაშინვე ვან ბასტენის საუკეთესო წლები მახსენდება. ნიგერიელს საოცარი პროგრესი აქვს", - განაცხადა საკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი"
სერია A-ს მორიგ მატჩს 23 დეკემბერს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა კინაღამ მოკლეს

altშეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა - ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები

alt"ეს მხოლოდ დროის საკითხია" - ანჩელოტიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა

altსკანდალური ფაქტი სერია A-ში - საკიმ ქალი მსაჯი არც კი შეიმჩნია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული