"ეს მხოლოდ დროის საკითხია" - ანჩელოტიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Radio Anch'io lo Sport-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის თქმით, რუდი გარსია შესანიშნავი მწვრთნელია და "პარტენოპეი" გამარჯვების გზას მალე დაუბრუნდება.

"გარსია იმ სირთულეების პირისპირ აღმოჩნდა, რაც ყველა მწვრთნელისთვის ნაცნობია, თუ გამარჯვებების მოპოვებას ვერ მოახერხებ, გაგათავისუფლებენ. მას საკუთარი ხედვები აქვს და მოთამაშეებს დრო სჭირდებათ, რათა ფრანგის ხედვები მოედანზე გადაიტანონ. რუდი ნამდვილი პროფესიონალია.

მნიშვნელოვანია, რომ ძირითადის თითქმის ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნეს. მართალია, დაკარგეს კიმ მინ-ჯე, თუმცა ნათანი შეიძინეს. დარწმუნებული ვარ, "ნაპოლი" კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი და
ანგარიშგასაწევი ძალა იქნება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, კარლო "ნაპოლის" 2018/19 წლების სეზონში წვრთნიდა.

altანჩელოტიმ თქვა, დატოვებს თუ არა მოდრიჩი "რეალს" ზამთარში

altკარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ

altკარლო ანჩელოტი: "ჟირონას" ჩვენთან სერიოზული უპირატესობა აქვს

მკითხველის კომენტარები / 1 /
არამგონია გარსიამ რამე მიტანოს ფეხბურთელებამდე, უავტორიტეტო მწვრთნელია და ფეხბურთელებსაც ჰკიდიათ, ნაპოლს კარგი ორეზიდენტი, რო ყოლოდა არ გაუშვებდა სპალეტის, ცოტას კიდევ გაძლიერდებოდა და ისევ დადებდნენ სკუდეტოს.
გოგა
15:24 16-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული