ხვიჩა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" რადარზე - Areanapoli ქართველი ფეხბურთელის მიმართ გიგანტების ინტერესზე წერს

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის გიგანტები ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით ინტერესდებიან. 

როგორც ინგლისური მედიები წერენ, "ნაპოლის" ხელმძღვანელობას იანვრიდან ივნისის ჩათვლის შეთავაზებას გაუკეთებენ, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გაჩარხონ. 

მოგეხსენებათ, თავად "კვარას" სურს, რომ "პარტენოპეის" შემადგენლობაში დარჩეს, თუმცა მეორეს მხრივ, პრეიმერ ლიგიდან საუბარი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულზე" გვაქვს, რომლებიც თანხას არ დაიშურებენ, რომ ხვიჩა მათ შემადგნელობაში აღმოჩნდნენ, დე ლაურენტისი კი მსუყე შეთავაზების შემთხვევაში ქართველს სავარაუდოდ შეელევა. 

მოგეხსენებათ, იურგენ კლოპს კვარაცხელია ძალიან მოსწონს, ამასთან ერთად მოჰამედ სალაჰი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს, სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება ჩვენებური, რაც
შეეხება "იუნაიტედს", წამყვანი ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები უკვე აქტიურად წერენ, რომ ტენ ჰაგისა და სამწვრთნელო შტაბის სურვილია, რომ ხვიჩა "წითელ ეშმაკებს" ზამთარში იჯარის წესით შეუერთდეს.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტა რა მოხდა მარტში :) რა დალოცა ამნაირი?!
ციციკორე
10:30 17-09-2023
3
არაჩვეულებრივი იქნება "ლივერპული"
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09:11 17-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული