"სლოვანი" მეორე ეტაპზე გავიდა - კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანმა", რომელიც პირველ მატჩში სახლში "სვიფტს" დაუზავდა (1:1), ლუქსემბურგში საპასუხო შეხვედრაში 2:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ორივე გოლი მეორე ტაიმში პენალტებით ვლადიმერ ვაისმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

ბრატისლავურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

მეორე ეტაპზე "სლოვანი" ბოსნიის "ზრინსკის" დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგი. "სტად დე ლუქსემბურგი". 3 054 მაყურებელი
სვიფტი - სლოვანი 0:2
გოლები: 0:1 ვაისი (55, პენ), 0:2 ვაისი (62, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: შტოლცი (10)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კონფერენს ლიგაზე გასულები არიან ქართველი პენსიონერები
გრიგოლი
06:38 20-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული