"ხვიჩა, ვწუხვარ, გული ძალიან მწყდება..." - კულიბალი კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ Corriele Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. როგორც მან განაცხადა, გული ძალიან სწყდება, რომ "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშის საშუალება არ მიეცა.

მოგეხსენებათ, სენეგალელი იტალიური კლუბიდან მაშინ წავიდა, როდაც ქართველი "ნაპოლიში" გადაბარგდა. კულიბალიმ 1 სეზონი "ჩელსიში" დაჰყო, ახლა კი საუდის არაბეთს მიაშურა...

"ამბობენ, რომ გუნდი არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და მჯერა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რომ კვარაცხელიასთან თამაშის საშუალება არ მომეცა.

ვიცი, რომ ჩემთან ერთად ასპარეზობა ხვიჩასაც ძალიან უნდო
და და ვწუხვარ, მისი სურვილი, რომ ვერ შევასრულე.

ის ძალიან ნიჭიერია, დრიბლინგებს აკეთებს, გოლი გააქვს, თამაშის თავის თავზე აღებაც შეუძლია და გუნდურად ასპარეზობაც.

ხვიჩა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. მე მას დიდებულ კარიერას ვუსურვებ", - თქვა კულიბალიმ.

altკულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხო მაინცდამაინც ერიკსენივით უნდა დაეცეს ხვიჩა და გული გაუჩერდეს, მოასვენეთ მას როგორც შვილს ისე შეხედეთ და შეგეცოდებათ და მერე მან უკვე თავისი საკეთებელი გააკეთა: ბავშვები კომპიუტერებს მოსწყვიტა და სავარჯიშოდ სტადიონებზე დადიან, ხალხი ტელევიზორებს მიაჯაჭვა ფეხბურთის საყურებლად,ქართველი ფეხბურთელების ინტერესი გაიზარდა და ა. შ. ...
rolo
10:28 29-06-2023
1
და ხვიჩას რატომ აქვს ბოდიში მოსახდელი, ჩარჩენილი რუსეთიდან უცებ სერიაში გადავიდა, მთელი სეზონი თავდაუზოგავად იშრომა და ბოლოს შედეგიანობაც მოაკლდა, ისე გამოიფიტა. გადაღლილ ფეხბურთელზე უნდა აგვეგო ტაქტიკა? თან მაგის ყოფნისას რომ მოგვეგო რამე, იტყოდნენ შემდგარი ვარსკვლავი დაიხმარესო და ხვიჩა ათრევს ნაკრებსო, ახლა კი ვერც ვერაფერს ვერ იტყვიან და ერთი კაცის გათრეული ნაკრებიც არ გყავს, სხვებსაც მიეცათ თავის გამოჩენის ჩანსი და აღარ ვართ ერთ ფეხბურთელზე მიბმული
nika
10:13 29-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული