ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
ფიფას საბჭოს ბიურომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა.

უცხოელ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს უფლება ექნებათ, 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ სამუშაო კონტრაქტი.

ფიფას წინა გადაწყვეტილებით, რომელიც ამა წლის 7 მარტს იყო მიღებული, ლეგიონერებს კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ.

როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო დღეებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა. საუბარი ლუკა გაგნიძესა (მოსკოვის "დინამო") და ლუკა წულუკიძეზეა ("ურალი").

ახლა ამ მოთამაშეებს შეუძლიათ კონტრაქტები შეაჩერონ და ახალი გუნდი თავისუფლად მოძებნონ...
ასევე დაგაინტერესებთ