ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

meczyki: ეს შოკია - კაკაბაძე შეიძლება ბუნდესლიგის გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
პოლონური meczyki-ს ცნობით, "კრაკოვიას" 26 წლის ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს.

მოულოდნელი ტრანსფერი ბუნდესლიგაში? "კრაკოვიას" ფეხბურთელი "შტუტგარტის" გზაჯვარედინზე

"ტომაშ ვლოდარჩიკმა შეგვატყობინა, რომ გასულ უქმეებზე "შტუტგარტმა" ოთარ კაკაბაძეს პოტენციური ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

კაკაბაძე "კრაკოვიაში" გასული სეზონის დასაწყისში გადმოვიდა და ექსტრაკლასას 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეძლებს მომავალ სეზონში სტატისტიკური მაჩვენებლის პოლონურ ლიგაში გაუმჯობესებას? შეიძლება ვერ შეძლოს, ვინაიდან მისი სამსახურით "შტუტგარტი" დაინტერესდა.

ეს შოკია. ადრე მას "დალასი" დაუკავშირდა. შესაძლოა, ოთარი გაცილებით უფრო დიდ ჩემპიონატში
ვიხილოთ".

შვაბური გუნდი გასულ სეზონში მე-15 ადგილზე გავიდა, ქვედა დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩა და შემადგენლობის გაძლიერებას საჭიროებს. "შტუტგარტმა" "არსენალიდან" იჯარით აყვანილი ბერძენი მცველის, კონსტანტინოს მავროპანოსის კონტრაქტი 3 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ხოლო მეორე მცველს, ატაკან კარაზორს, ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუგრძელა.