"ატლეტიკომ" საბა კვირკველიას" "ლოკომოტივი" აბუჩად აიგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლოკომოტივი" მოსკოვში 1:5 დამარცხდა "ატლეტიკოსთან" და გათამაშებას გამოეთიშა. გოლები კორეამ, საულმა, ტორესმა (2) და გრიზმანმა გაიტანეს.

ჯერ კიდევ კენჭისყრის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ "რკინიგზული" გუნდი მრისხანე მეტოქეს ვერ გაუმკლავდებოდა და ასეც მოხდა. მადრიდში 3:0 გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავდამსხმელი დიეგო კოშტა რუსეთში არ წაიყვანა, ხოლო ფორვარდი ანტუან გრიზმანი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

მოკლედ, "ლოკომოტივს" დონე "ნიცას" დასამარცხებლად კი ჰყოფნის, მაგრამ ევროგრანდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ - არა. როხიბლანკომ კი ბოლო 12 მატჩი
დან 11 მოიგო და მხოლოდ "ბარსელონასთან" დამარცხდა.

ერთი სიტყვით, კვირკველიამ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა "ლოკოში" დარჩენა თუ კარგ ევროპულ გუნდში გადასვლა ურჩევნია. თუ რომელიმე ასეთი კლუბი მართლა იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ შეხვედრაში მან თავი დადებითად ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს აქ გუნდამა ითამაშა ძალიან სუსტად. ისე რუსეთის პრემიერ ლიგას არაფერი არ აქვს ჩვენი დასაწუნი, აგერ ცსკა-მ გამოაგდო საფრანგეთის გამორჩეული კლუბი ლიონი. რეიტინგით რუსეთის პრემიერ ლიგა მეექვსე (6) ადგილზე არის ევროპაში . მე ფაქტს ვამბობ და არავის არ ვაქებ. ასე რომ რაც უფრო მეტი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი ითამაშებს ლოკომოტივის,სპარტაკის , ცსკას დონის კლუბში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ტრაგედია ნამდვილად არაა მადრიდის ატლეტიკოსთან მარცხი!
kika
10:27 16-03-2018
2
ასე გაფარჩაკდე და ასეთი განსხვავება როგორ უნდა იყოს არ მესმის, მარტო ანგარიშში ხომ არაა საქმე, ისე მოუგო როგორც უკანასკნელ უდონო გუნდს.
გიორგა
09:37 16-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული