ბელგიური პრესა ჩაკვეტაძეზე: "გენტმა" მისი სახით შესაძლოა თვითნაბადი ოქრო მიიღოს

AutoSharing Option
ბელგიურმა საიტმა voetbalnieuws.be-მ გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავ ასპარეზობას სტატია მიუძღვნა.

"გენტმა ბელგიის ჩემპიონატი განაახლა და რამდენიმე ახალი სახეც ვიხილეთ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა.

18 წლის ქართველს დიდი ნიჭი გააჩნია და პირველ წრეში მას სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ივეს ვარდენჰეიგი ამბობს:

"გიორგი ზაფხულში ძალიან დაღლილი იყო. მან გასული 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან არ იცოდა ენა და ჰქონდა კუნთების პრობლემა, მაგრამ ვიცი, რომ იგი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია", -
აღნიშნა ვარდენჰეიგმა.

იცით, რომ ამ ფეხბურთელით მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული? ახლაც კი მის გარშემო ძალიან დიდი ინტერესია. მისი შეძენა ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც - "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და დონეცკის "შახტარი" არიან.

"გენტმა" მისი სახით შესაძლოა თვითნაბადი ოქრო მიიღოს", - ნათქვამია სტატიაში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ლოკერნთან" თამაშისას, "გენტის" ერთერთ ფეხბურთელს ბუცზე თასმა შეეხსნა. გიომ მიირბინა და თვითონ შეუკრა, მაშინ როცა შეეძლო უბრალოდ მიეთითებინა და მეტი არაფერი. ვითომ მცირე დეტალია, მაგრამ ამით დიდსულოვნება და თავმდაბლობა გამოაჩინა... ეს კი მაიმედებს, რომ სხვა ქართველი ქედმაღალი "ვარსკვლავებივით" არ დაემართება და განვითარებას არ შეწყვეტს.
ქართველი888
22:37 22-01-2018
1
მოითმინა და მგონი მოიგო,მაგრამ ცუდად მენიშნა კუნთების პრობლემა ჰქონდაო.აქაც ბავშვობაში არასწორი ვარჯიშების შედეგები ხომ არ არის.წარმატებები გიოს,მისი სახით საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელი ეზრდება.ფუი ეშმაკს თვალი არა ვცე.
სოსო
21:53 22-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული