ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ბალმაზუივაროშშა" ლაშა შინდაგორიძე წარადგინა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე უნგრულმა "ბალმაზუივაროშშა" წარადგინა. 24 წლის ნახევარმცველი უნგრეთის ჩემპიონატში "საბურთალოდან" გადავიდა.

მან ეროვნული ლიგის გასულ გათამაშებაში, 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის ავტორი გახდა.

აქვე გეტყვით,  "ბალმაზუივაროშში" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული და ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე უკვე ირიცხებოდა.

ასე რომ, უნგრული კლუბის ღირსებას 3 ქართველი ფეხბურთელი დაიცავს.

"ბალმაზუივაროშში" უნგრეთის მიმდინარე 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილს 19 ქულით იკავებს.

უნგრეთის ჩემპიონატი 24 თებერვალს განახლდება და ქართველების გუნდი გასვლით შეხვედრაში "დებრეცენს" დაუპირისპირდება.