ფონსეკა: ხოჭოლავამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ფეიენოორდთან" მატჩში "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა დონეცკელთა მცველს იაროსლავ რაკიცკის და გააძევა, ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და თავდამსხმელ ფაკუნდო ფერეირას ნაცვლად შეცვლაზე შეუშვა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დონბასელებმა ჰოლანდიელთა მასირებულ იერიშებს გაუძლეს, 2:1 გაიმარჯვეს, ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზე არიან და "ფეიენოორდს" 21 ოქტომბერს ხარკოვში მასპინძლობენ.

ნამატჩევს ფონსეკამ ხოჭოლავა შეაქო:"ვის დავაყენებ ცენტრალურ მცველად ნიდერლანდელებთან მეორე მატჩში? კვირას კიევის
"დინამოს" ვხვდებით, მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ "ფეიენოორდთან" დაპირისპირებაზე. ხოჭოლავა შეცვლაზე შევიდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ამდენად, მე ამ მხრივ სანერვიულო არა მაქვს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფერი არ იჩაგრება. უნდა მოძლიერდეს ფიზიკურად და ტაქტიკურადაც, ერთი თავით უნდა სჯობდეს უკრაინის ნაკრების მცველებს, რომ ჩასვან. ამოქაჩავს ეგა, შანსი აქვს და უნდა გადადოს თავი, ახალგაზრდაა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შეილება უკეთეს გუნდშიც გადავიდეს. ესპანეთზე უნდა ავიღოთ სჭორება. ხომ ხედავთ კაკაბაძე, აბურჯანია და პაპუნაშვილი თანDათან როგორ ათამაშდნენ. ებრალიძესაც ვიზეუში სAKმაო დრო ეძლევა, შარშანაც ძირითადი ითამაშა, ეგ გუნდი მთავარ ლიგაში გადავა, ჭანტურიშვილი ყურადღება მისაქცევია, ძირითადშია, მისი გუნდი ალბათ ჩემპიონი გახდება, ჰუფნაგელს ბევრი დრო არ ეძლევა და არ ვიცი, არაბიძეს რა უნდა ახალგაზრდულში, არ თამაშობს, მზადაა ეგა უკვე ნაკრებისთვის და რაც მალე მით უკეტესი, ამ ამხანაგურებში ეგენი ყველა უნდა იყვნენ და ალბათ ასეც იქნება.
vaso
14:16 18-10-2017
1
იჩაგრება მაგრად დავითი, იქნება რომელიმე მცველმა ტრავმა მიიღოს და ჩაჯდეს ეს სასტავში
ამპრედუზო
11:14 18-10-2017
1
სიახლეები პოპულარული