ბუდაკოვი: "სპარტაკის" სტადიონი გადახურული რომ იყოს, ანანიძეს ორპირი ქარი არ წააქცევდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ავსტრიასთან მატჩში მიღებული ტავმა მოირჩინა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, მოსკოვის "სპარტაკში" კარგად ათამაშდა, რუსეთის თასზე კრასნოდარში "ყუბანთან" შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა პრომესს, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ჩემპიონატზე მახაჩკალის "ანჟისთან" როდესაც პენალტი აიკიდა, იმ მომენტში ისევ ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ვერ ითამაშა.

დაღესტნურ გუნდთან შეხვედრისას რუსმა კომენტატორმა დანანებით აღნიშნა, ეს ბიჭი ბროლის ფეხებზე დგასო. ჯანოს გუშინაც არ უვარჯიშია და დღეს ეკატერინბურგის "ურალთან" ვერ იასპარეზებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს მისი
იმედი აქვს და  უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოიძახა.

"სპარტაკთან" შეხვედრა გაიხსენა "ანჟის" მეკარემ ალექსანდრ ბუდაკოვმა:"პენალტზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ძალიან სამწუხაროა, რომ "ოტკრიტიე არენა" გადახურული არაა. ან სანკტ პეტერბურგის სტადიონის მსგავსი სახურავი რომ არა აქვს. მაშინ ორპირი ქარი არ იქნებოდა, ჯანო არ წაიქცეოდა და ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნებოდა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანოს ტრავმა პენალტის მომენტში არ მიუღია,უკვე შემდეგ უკანიდან წვივზე და ქუსლზე ჩამოუცურეს ბუცი.პენალტის მომენტი კი ყველა ისეთი რაკურსით გაიმეორეს,რომ არა ფერი არ ჩანდა.შეიძლება მართლა არაფერი არ იყო,შეიძლება იყო კიდეც.
სოსო
10:54 04-10-2017
0
გაფანტავს ქარი შენ ბუმბულს რომ გაიპუტები.
მგელი
05:54 01-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული