ქუსლით ფეხებშუა - არაბიძის დიდებული საგოლე პასი "შახტარის" დუბლებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში "ჩერნომორეცი"-"შახტარის" შეხვედრა 0:4 დასრულდა და დონეცკელებმა ოდესიდან 3 ქულა წამოიღეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართელოს ნაკრების წევრმა გიორგი არაბიძემ, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩში გამოსარჩევი იყო და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. მე-3 წუთზე არაბიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა და ზუბკოვს აღარაფერი დარჩენოდა, გოლის გატანის გარდა.

გიორგიმ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა - ზუბკოვს შეტევის განვითრების საშუალება მისცა.

"შახტარმა" 21 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით 21-წლამდელთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, "ჩერნომორეცი" - "შახტარის"
შეხვედრა 0:4 დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მგონი დადგა დრო ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, თუ ვერ ხვდება შახტარის ძირითადში, გადავიდეს სხვა რომელიმე ევროპულ გუნდში, თუნდაც "გენკის" ან "გენტის" დონის გუნდებში და იქ უფრო შეძლებს თავის გამოჩენას. დუბლები ყველგან დუბლებია, გინდ შახტარი იყოს გინდ მანჩესტერი.
nodo
16:49 22-09-2017
0
რა დონესაც ქაჩავს იქაც იმკოფება ეგ თქვენ გინდათ მარსზე გაფრენა
თამაზი
16:36 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული