"მსურს განვაცხადო, რომ კლუბის ყველა თანამშრომელი შრომობს საიმისოდ, რათა "ფახთაქორმა" მხოლოდ წინ იაროს და სუპერკლუბის დონეს მიაღწიოს, რასაც ყველანი მოველით. ჩვენი ოცნებაა, კვლავ ავიყვანოთ გუნდი იმ დონეზე, რომ ჩვენზე მთელმა აზიამ და მსოფლიომ ილაპარაკოს. რა თქმა უნდა, ეს სწრაფად ვერ მოხდება და საამისოდ დროა საჭირო", - თქვა შოთამ
"დიდხანს ვეძებდით კიდევ ერთ ფეხბურთელს აზიაში. ვფიქრობ, ის ძალიან წაგვადგება მეორე წრეში. ჩვენი გუნდის თამაშში ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს. "ფახთაქორს" დიდი ტრადიციები და პერსპექტივები აქვს და ამიტომაა ის დღეს ჩვენთან. მან იცის თავისი საქმე, სხვა დანარჩენი კი ტაქტიკის საქმეა", - დასძინა შოთამ.
16 ტურის შემდეგ არველაძის გაწვრთნილ გუნდს 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.