გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, მეორე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)...

ევროპის ქართველი ჩემპიონები...

Sportall.Ge

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან "პანენკას პენალტი" დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა
იცის, რომელი სტილიც ჩეხოსლოვაკმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.

თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.

პანენკას პენალტი

Sportall.Ge

ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე ხშირად შედეგიანია. წინა ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისია, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს უთამაშია, მოკლე დროში კი ორჯერ შევხვდებით (მომავალ "ერთა ლიგაზე" ერთ ჯგუფში ვართ). საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის დინამომ პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.

ბირჰოფის "ოქროს გოლი"

Sportall.Ge

დაპირისპირება ცენტრში

ჩეხეთის ნაკრების მთავარი ხალხი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვეტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული. ასევე, გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია.

მთავარია, ჩვენმა გუნდმა თურქეთთან დაპირისპირების შემდეგ ძალების აღდგენა დროულად მოახერხოს და საჭიროების შემთხვევაში, სანიოლმა სწორ როტაციას მიაგნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩეხები საწყის ტურში პორტუგალიელებს ეთამაშებიან და თუკი დამარცხდნენ, ჩვენთან აუცილებლად შეტევაზე იფიქრებენ, რისი კარგად გამოყენებაც და მათი კონტრშეტევაზე "დაჭერა" შესაძლებელია.

ევროპის ჩემპიონები

Sportall.Ge

კვარაცხელიას შეჩერება

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე ბევრი ფიქრი მოუწევს. ჩეხური კლუბები ევროტურნირებს შეეჩვივნენ და დაცვაში "სლავიასა" და "სპარტას" ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ეს გუნდები უკანახაზელების განსაკუთრებული თამაშით არ გამოირჩევიან. ჩეხები, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობენ და უნდა ვიფიქროთ, რომ შეტევაში ყველგან მოძრავ "კვარას" ირგვლივ რამდენიმე მეურვე იმოქმედებს, რაც ჩვენი მოწინააღმდეგის შეტევის რესურსს შემცირებს. არადა, შესაძლოა, გატანის საკითხი მათ ძალიან მძაფრად ედგეთ...

საქართველო-ჩეხეთი 22 ივნისს, ჩვენი დროით 17 საათზე, ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" (57 274 მაყურებელი) ჩატარდება.

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

მკითხველის კომენტარები / 21 /
თურქეთთან მოგება, ჩეხებთან ფრე და პორტუგალიასთან წაგება. ამ შედეგით ჯგუფიდან ან მეორე, ან მესამე ადგილით გავალთ. მერვედფინალში დავმარცხდებით.
გაიხსენეთ მერე ჩემი პროგნოზი
სტალინი
14:04 04-04-2024
1
საქართველო ჩამოყალიბდება გუნდად რომელიც 2024 ევროს სიურპრიზი იქნება.
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ნახევარდაცვის ხაზი რომელიც ვილიმ ააწყო-კიტეიშვილის ირგვლივ არის მეგა შემტევი ნახევარდაცვა რომელსაც თავდაცვის ძალიან კარგი უნარი აქვს-
ნუ გგონიათ მარტო დაცვაში ჩამჯდომი გუნდი,ის ფინალი იყო.
შეტევაში კიდე ამ გუნდს შეუძლია თურქეთი და ჩეხეთი წალეკოს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ ახალგაზრდა ბიჭების პროფესიული შიმშილი და მოტივაცია
არ არის უკვე "ნიჭიერი ზარმაცების"შანტრაპა ოქრის თამადობით
Levani
10:57 04-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული