პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი
გუნდი დააწინაურა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი
გოლი: ზივზივაძე (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას! ნამდვილად კარგი თამაში იყო! ყოჩაღ ბუდუს! ერთადერთი რაც არ მომეწონა ბუდუსი, იყო გოლის გატანის დროს, ენის გამოყოფა, ცოტა ცუდი დასანახავი იყო. იმედია შემდგომ თამაშში, გაითვალისწინებს ჩვენი ბუდუ და ასე აღარ აღნიშნავს.
დამსახურებულ გამარჯვებას, ვულოცავთ ბიჭებს!
00:17 22-03-2024
0
კაშიას ყვითლლების საქმე როგორ არის? ხბიჩასავით თუ ითამაშებს ფინალში?

ან მსაჯს რამ მიაცემინა, კაშო სულ მარტალი იყო, მაგრამ თავი როგორ ვერ შეიკავა 92-წითი იყო. რამდენი ყვიტელი გამოსდის?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული